დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ჰონგ კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარს ბოლო მონაცემებით, 65 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაკარგულად ითვლება, დაშავებულია 70 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ჰონგ კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და ინჟინერ-კონსულტანტი დააკავა. კომპანიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
„ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კომპანიის პასუხისმგებელი მხარეები უხეში დაუდევრობით გამოირჩეოდნენ, რამაც გამოიწვია ეს შემთხვევა და ხანძრის უკონტროლოდ გავრცელება“, – განაცხადეს პოლიციაში.
სამაშველო სამსახურები ცეცხლს ერთ დღეზე მეტ ხანს ებრძოდნენ და ზედა სართულებზე ბინებში ჩარჩენილი ადგილობრივი მცხოვრებლების გადარჩენას ცდილობდნენ.
საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე ბინას ითვლის. კომპლექსში 4 600 ადამიანი ცხოვრობდა. ბინებში სარემონტო სმაუშაოები მიმდინარეობდა და შენობების ფასადს გარშემო ბამბუკის ხარაჩოები და მწვანე ბადე ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ ხარაჩოებს გაუჩნდა სარემონტო სამუშაოების დროს.