ვულოცავთ დონალდ ტრამპს, ბედნიერ მადლიერების დღეს ვუსურვებთ, ვიმედოვნებთ, ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება ჩვენი საერთო მიღწევა იქნება - ზელენსკი

ზელენსკი და ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლიერების დღეს ულოცავს.

ამასთან, ზელენსკი ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ ღირსეული მშვიდობა, გარანტირებული უსაფრთხოება მათი საერთო მიღწევა იქნება.

„ვულოცავთ და ბედნიერ მადლიერების დღეს ვუსურვებთ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, პირველ ლედის, მელანია ტრამპს და ყველა ამერიკელს. გულწრფელად მადლიერები ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის, რამაც უკრაინაში ამდენი სიცოცხლე გადაარჩინა და რაც ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში ყოველდღიურად გვეხმარება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულია და მოუთმენლად ველოდებით დიპლომატიის სფეროში შემდგომ პოზიტიურ განვითარებას, რათა რუსეთის ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ საბოლოოდ დასრულდეს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება ჩვენი საერთო მიღწევა იქნება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.