შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელები უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გამოჰყავთ.
„ჩვენ ათასობით ადამიანი გამოგვყავს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ხდება მშვიდად, ასევე შეუფერხებლად. სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით შესანიშნავ საქმეს აკეთებს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც „ბიბისი“ წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე „თითქმის 24 000 მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდა შეერთებულ შტატებში“.