1791316484
აშშ თვითონ დაალაგებს საკუთარ არჩევნებს - ანა დადიანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შუალედურ არჩევნებზე ეუთო არ მიიწვია
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს სენატორი ჯინ შაჰინი.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში შაჰინი ამ ნაბიჯს უპრეცენდენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მიღებული ეს გადაწყვეტილება ვნებს დემოკრატიას და დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ამერიკული საარჩევნო სისტემის მიმართ.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ქართულ ოპოზიციაში აფასებენ. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" სამდივნოს უფროსი, ანა დადიანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები საკუთარ საარჩევნო პროცესებს დამოუკიდებლად დაარეგულირებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში, თვითონ დაალაგებს საკუთარ არჩევნებს. შტატებში სასამართლო დამოუკიდებელია და შესაბამისად, თუ რაიმე პროცესები განვითარდა ისეთი, რომელიც არ არის სამართლებრივად გამართული, ამერიკული სასამართლო ამას დაადგენს," - აცხადებს ანა დადიანი.











