აშშ-ში ქალმა მაღაზიიდან 3 წლის ბავშვის გატაცება სცადა

აშშ

აშშ-ში, დანით შეიარაღებულმა 31 წლის ქალმა მაღაზიიდან 3 წლის ბავშვის გატაცება სცადა - შემთხვევა პოლიციის მიერ ეჭვმიტანილის ლიკვიდაციით დასრულდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, შემთხვევით შერჩეულ მსხვერპლზე განხორციელდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მისულმა პოლიციამ ეჭვმიტანილს დანის დაგდება მოსთხოვა, თუმცა მან მოთხოვნა არ შეასრულა და ბავშვს სახის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციამ ცეცხლი გახსნა.