წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769454524
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკაში ძალადობის დონესთან დაკავშირებით და მინეაპოლისში იმიგრაციის სამსახურის აგენტების მიერ მოქალაქის მკვლელობის შემთხვევის გამოძიებას ითხოვს.
„ველოდები, რომ ამერიკის ხელისუფლება ახლა საფუძვლიანად გამოიძიებს, აუცილებელი იყო თუ არა ამ შემთხვევაში სროლა, რეალურად არსებობდა თუ არა საფრთხე ოფიცრებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაღიარო, რომ შეერთებულ შტატებში ძალადობის ამ დონეს, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ მივიჩნევ“, – განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის ალექს პრეტის დაღუპვის შემდეგ, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დროს სროლის შედეგად გარდაიცვალა, მინესოტაში საპროტესტო აქციები განახლდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა ეს ვერსია ბევრი მოქალაქისთვის საეჭვოა.