აშშ-ში, დაშორებული წყვილი, რომელიც 3 წელია ერთობლივად ნაყიდ ძაღლს ვერ იყოფს, მის წასაყვანად დახურულ აუქციონში მიიღებს მონაწილეობას

ცუგა

აშშ-ში, დელავერის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წყვილი, რომელიც 3 წელია ერთობლივად ნაყიდ ძაღლს, სახელად ტაკერს ვერ იყოფს, დახურულ აუქციონში მიიღებს მონაწილეობის.

აუქციონის შედეგად, ყოფილი ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთს ტაკერი, მეორეს კი თანხა დარჩება. მოსამართლის განცხადებით, "ძაღლი საკუთრებაა, თუმცა ის ავეჯი არ არის", შესაძლოა ერთ-ერთ მხარეს გული ეტკინოს, მაგრამ აუქციონი ყველაზე "სამართლიანი გამოსავალია". წყვილმა ძაღლი 2020 წელს შეიძინა, სასამართლოში დავა კი 2022 წელს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთმანეთს დაშორდნენ.