ეს არის უნგრეთის ან საქართველოს უცხოელი აგენტების კანონების კოპირება. ჩვენ გვინდოდა ეს ტექსტი გადაქცეულიყო ნამდვილ გამჭვირვალობის აქტად, მაგრამ ეს უარყოფილ იქნა - "მემარცხენეების" ჯგუფის წევრი ევროპარლამენტში

ლეილა შეივი

ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს და გარე ჩარევების გამო ახალ ზომებს იღებს. აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირში სკეპტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის უნგრული და ქართული გამჭვირვალეობის კანონების ანალოგი და ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ კანონში ცვლილებები შეიტანონ.

"ეს არის უნგრეთის ან საქართველოს უცხოელი აგენტების კანონების კოპირება. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ტექსტი გადაქცეულიყო ნამდვილ, ზოგადი გამჭვირვალობის აქტად, ყველა ლობისტის წინააღმდეგ, რათა თავიდან აგვეცილებინა საზღვარგარეთიდან მომდინარე საფრთხეები და დესტაბილიზაცია, მაგრამ ეს უარყოფილ იქნა.

ეს კანონი მოახდენს იმ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომლებიც თქვენთვის მიუღებელია," - ამბობს "მემარცხენეების" ჯგუფის წევრი ევროპარლამენტში, ლეილა შეივი.

ცნობისთვის, ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას. ეს წესი ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. იზღუდება გარკვეული სფეროები რომლებიც ფინანსდება ან გრანტს იღებს უცხოეთიდან.

მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.