რომელ რიცხვებში უნდა დავდგათ ნაძვის ხე 2026 წელს - ნუმეროლოგის რეკომენდაცია
1764186094
ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა საუბრობს იმაზე, რომ რაციონიდან მარილის სრულად ამოღებამ შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს:
„პაციენტებს ნაკლებმარილიან დიეტებს ვურჩევ, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ. მარილის ამოღება ზოგჯერ დეპრესიას იწვევს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ საჭის მართვის დროს, ადამიანს მკვეთრი სისუსტე, თავბრუსხვევა უგრძნია. ამიტომ, ასეთ რაღაცებში ექიმები ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ.
ასევე, მარილიანი საკვები რომ გინდება, შეიძლება, დაბალწნევიანი ხარ. მარილიანი საკვებით კი ორგანიზმს ეხმარები, რომ მეტი წყალი მიიღოს და წნევა მაღლა იწევს. თვითმკურნალობაა. მეორეც, გამომშრალი რომ ხარ, წყალი რომ საერთოდ არ გახსოვს, ორგანიზმი რაღაცას მარილიანს გთხოვს, რომ იქნებ, ამის ხათრით მაინც დალიო",- ამბობს ის „დილა მშვიდობისა საქართველოსთან".