დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდათიანმა, საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
მინისტრები ადგილზე გაეცნენ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოებს. პროექტი მოიცავს 4.5 კმ-იანი ახალი, ორზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ერთ-ერთი გვირაბის გაჭრა და მიმდინარეობს ხიდებისთვის საძირკვლებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი — 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია, რომლის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.
სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთი E117 საერთაშორისო მარშრუტისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის ნაწილია, რომლის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური და სატრანზიტო განვითარებისათვის. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებას წლის ნებისმიერ პერიოდში.
სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
სამშენებლო სამუშაოებს, მინისტრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სომხეთის ტერიტორიალური მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და „ელექტროენერგეტიკული სისტემების ოპერატორის“ გენერალური დირექტორი.