1792094214
აშშ-ში, 16 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები
ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის დაწყებით სკოლაში, 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
თავდამსხმელი ადგილზე მყოფმა მამაკაცმა დაჭრა, რომელიც მას სკოლის შენობაში შესვლის შემდეგ დაედევნა. გარდაცვლილი ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ.
მედიის განმარტებით, სკოლაში სროლის შესახებ შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეჭვმიტანილი სკოლის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. დაშავდა კიდევ ერთი, 7 წლის ბავშვი და 54 წლის მასწავლებელი. ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, მოზარდმა ცეცხლი სკოლის დახურულ კარებს გაუხსნა. პოლიციის თანამშრომლების მისვლის დროს ის უკვე გარდაცვლილი იყო.








