1792094214
ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ზვიად გაბისონიამ პედაგოგებს წარმატება უსურვა და მადლობა გადაუხადა პროფესიისადმი ერთგულებისა და განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის.
დაჯილდოებას სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.
მინისტრის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და პროფესიული საქმიანობის წახალისებას.









