ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
აშშ შეუცვლელი მოკავშირეა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ისეთი კარგი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, ღია უთანხმოება ყველა ალიანსში არსებობს და ევროპა ამის გამო 80-წლიან ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე უარის თქმას არ აპირებს.
„შეერთებული შტატები შეუცვლელი მოკავშირეა, მაგრამ ასევე ნათელია, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთი კარგი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ყველა ალიანსში არსებობს ღია უთანხმოების მომენტები, მაგრამ ევროპა 80-წლიან ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე უარს არ იტყვის. ღაზიდან დაწყებული, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლით და ჩინეთის იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკით დამთავრებული, ევროპა და აშშ უფრო ძლიერები არიან, როდესაც ერთად ვმოქმედებთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა
1768335562
რა ვითარებაა რიკოთზე – ვრცელდება კადრები
1768331050