აშშ-სა და ირანს შორის დარტყმების პაუზის ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 90 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა

ბარელი ნავთობი

Bloomberg-ის ცნობით, ვაჭრობისას Brent-ის მარკის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 7,4%-ით დაეცა და ბარელზე 90 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა.

27 ივლისის დილას Brent-ის მარკის ნავთობის მინიმალურმა ფასმა ბარელზე 85,5 დოლარი შეადგინა.

ნავთობზე ფასების ვარდნა ირანზე ამერიკული დარტყმების შეჩერებისა და თეირანის მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების გამოცხადების ფონზე მოხდა. სულ რაღაც 4 დღის წინ, ნავთობის ფასი ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულს აღწევდა.

25 ივლისს აშშ-მა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად - ზედიზედ 13-ღამიანი უწყვეტი დაბომბვის შემდეგ, თავი შეიკავა ირანზე დარტყმებისგან. 26 ივლისს თეირანმა განაცხადა, რომ ამერიკული თავდასხმების შეწყვეტის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ისიც აჩერებს.