ადამიანის უფლებების ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ნახოთ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოც - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა და კიდევ 9 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

პოლიციამ 10 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით აიყვანა. "ქართულ ოცნებაში" თოხშუას დაკავებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სპეკულაციურ განცხადებებზე საუბრობენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თოხშუა მხოლოდ საკრებულოსთან ბანერზე წარწერის გამო დააკავეს, რეალურად კი, მათი თქმით, ოპოზიციონერი აქტივისტები სამართალდამცავების მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.

"ადამიანის უფლებების ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ნახოთ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, ამასვე ამბობს სტრასბურგის სასამართლო. მხოლოდ საქართველოში არის, სააკაცუკეთში, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა უნდა იყოს ნიორმა, ადამიანები არიან მხოლოდ ისინი, ვინც მათ აზრს იზიარებს, ხოლო სხვა ადამიანებს უფლებები საერთოდ არ აქვთ", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.