„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა „აქტიურად მოქმედებს“, რათა ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური კონფლიქტი თავიდან აიცილოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, მსოფლიოში შიშობენ, რომ ისრაელის ბრძოლა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან შესაძლოა სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაიზარდოს.
„ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ დიპლომატიისა და შეკავების ხერხის გამოყენებით, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბლინკენმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე თქვა, რომ ის შეშფოთებულია დახმარების იმ არაადეკვატურობით, რაც ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას უწევენ. მისი თქმით, აშშ პირდაპირ ესაუბრება ისრაელს, რათა ალყაში მოქცეულ ღაზის სექტორში მყოფ ადამიანებს ჰუმანიტარული მოთხოვნილებები დაუკმაყოფილდეს.