ცვლილება სესხებთან დაკავშირებით, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება
1782762671
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელისთვის დახმარებას 150 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამდე ზრდის.
„ეს ფინანსური რესურსი მოხმარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, სურსათით უზრუნველყოფას, წყალმომარაგებასა და სანიტარიულ საჭიროებებს, თავშესაფრების მოწყობას, დაცვასა და ლოგისტიკას“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
დახმარების გაცემა პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება.
გარდა ფინანსური დახმარებისა, ვაშინგტონმა ვენესუელაში ოთხი სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 300-ზე მეტი სპეციალისტი და თითქმის ორი ათეული სამძებრო ძაღლი.