აშშ-მა ვენესუელიდან გამდიდრებული ურანი გაიტანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-მა ვენესუელიდან მაღალგამდიდრებული ურანი გაიტანა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ-მა ვენესუელაში მდებარე დახურული კვლევითი რეაქტორიდან RV-1 მაღალგამდიდრებული ურანის გატანა დაასრულა“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკული მხარის მტკიცებით, მასალა სამხრეთ კაროლინაში მდებარე სავარა-რივერის პოლიგონზე მოათავსეს, რათა შემდეგ მისი უტილიზაცია მოხდეს.

ურანის გატანის ოპერაცია დიდ ბრიტანეთთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) პარტნიორობით მიმდინარეობდა.