აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა

ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ისრაელმა და ლიბანმა ვაშინგტონში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაასრულეს.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაშია 16 აპრილიდან, თუმცა აშშ-მა იერუსალიმს ნება დართო, გააგრძელოს „ჰეზბოლას“ იმ ნაწილის მიზანში ამოღება, რომლებიც საფრთხედ მიიჩნევიან.

შესაბამისად, თავდასხმები ყოველდღიურად გრძელდება, მათ შორის იმ დროსაც კი, როდესაც ხუთშაბათს და პარასკევს მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობდა.