მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც ChatGPT-ის იყენებს
1788542426
აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ თურქულ ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სტამბოლში ბაზირებული საინვესტიციო ბანკი Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi და მისი ორი შვილობილი კომპანია – Golden Global Portfoy Yonetimi Anonim Sirketi და Golden Global Varlik Kiralama Anonim Sirketi სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ მათ აშშ-ის დოლარზე დაფუძნებულ ფინანსურ სისტემაზე წვდომა აღარ ექნებათ.
ამასთან, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა ლიცენზია, რომ სანქცირებულ ბანკთან და მის შვილობილ კომპანიებთან არსებული ტრანზაქციები შეწყდეს.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მიმართული კამპანიის ბოლო ეტაპია.
ცნობისთვის, გასულ კვირას ვაშინგტონმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ ეგვიპტურ Banque Misr-ის ფილიალებს ამერიკული დოლარით ტრანზაქციები ირანთან მათი გარიგებების გამო აუკრძალა.