„აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საშიში ომი დაიწყო" - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანის საგარეო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა „ირანის წინააღმდეგ საშიში ომი დაიწყო". ინფორმაციას  CNN  ავრცელებს. 

„მსოფლიოს არ უნდა დაავიწყდეს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაში, სწორედ აშშ-მა უღალატა დიპლომატიას"- აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მა „ირანის წინააღმდეგ საშიში ომი დაიწყო". 

აშშ ისრაელი-ირანის კონფლიქტში ჩაერთო და წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე. 

 ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.