ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია კრიზისის დასასრულებლად, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია

პოლიტიკა

 ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი, მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი პიკის გათვალისწინებით, სტაბილურობა უნდა იყოს პრიორიტეტი. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია. ახლა დროა, ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.