1784063331
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელა და ირანის პორტების ბლოკადა განაახლა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი რაუნდი დაასრულა, რომლის დროსაც ჰორმუზის სრუტესა და სანაპირო ზოლთან ახლოს ათობით სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაშიააღნიშნული.
„შვიდსაათიანი ტალღის განმავლობაში აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, დრონებმა და საზღვაო გემებმა ირანის რაკეტებისა და დრონების ობიექტების, საზღვაო შესაძლებლობებისა და სანაპირო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ ზუსტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს“, - დაწერა CENTCOM-მა X-ზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი გემების საზღვაო ბლოკადა განაახლა.
„დარტყმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც აშშ-ის ძალებმა განაახლეს საზღვაო ბლოკადა იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზონებისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ზედიზედ მეოთხე ღამეა, აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს.








