თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მეორე ავიამზიდი, „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნეს.
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ამჟამად კარიბის ზღვაში იმყოფება.
გავრცელებული ცნობით, „ჯერალდ ფორდი“ აპრილის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე არ დაბრუნდება ამერიკის სანაპიროებთან. ამ გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის ორი ავიამზიდი და მათი თანხმლები სამხედრო გემები იქნება განლაგებული.
ამერიკული მედიის თანახმად, გემების გაგზავნა ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის ლიდერებზე ზეწოლის კამპანიის ნაწილია. ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში მიანიშნა, რომ რეგიონში მეორე ავიამზიდის გაგზავნა სურდა, მაგრამ არც მას და არც საზღვაო ძალებს არ დაუსახელებიათ გემი.