ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო. ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკულ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლას ცდილობდა, ორი რაკეტა ესროლა.
ამერიკულმა სარდლობამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იერიში არცერთ ამერიკულ სამხედრო გემზე რ განხორციელებულა და ამერიკული ძალები ჰორმუზის სრუტის სამხედრო- საზღვაო ბლოკადას განაგრძობენ.