აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯო ბაიდენის ექიმისა და მისი ადმინისტრაციის მთავარი მრჩევლების დაკითხვას ითხოვს

ბაიდენი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს კომერი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ექიმისა და მისი ადმინისტრაციის მთავარი მრჩევლების დაკითხვას ითხოვს.

კომერმა საკომიტეტო მოსმენაზე ჩვენების მისაცემად შესაბამის პირებს წერილობით მიმართა.

ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ბაიდენის კოგნიტიური პრობლემების დამალვის ფაქტი ისტორიული სკანდალია და ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, როდის გაუარესდა პრეზიდენტის მდგომარეობა, და ვინ იღებდა მის ნაცვლად ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

კომერს ასევე სურს დაადგინოს, ვინ აკონტროლებდა ყოფილი პრეზიდენტის ე.წ. ავტომატურ ხელმოწერებს.