აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს მიმდინარე კვირას, ცალ-ცალკე განიხილავს

კონგრესი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს მიმდინარე კვირას, ცალ-ცალკე განიხილავს, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ, ამერიკელმა კანონმდებლებმა ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების საკითხის გაერთიანება გადაწყვიტეს, თუმცა ბოლო დღეებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხების განცალკევება გადაწყდა.

„კანონპროექტს გაერთიანებული სახით, კენჭისყრაზე აღარ გამოვიტანთ, თითოეული საკითხი ცალ-ცალკე იქნება განხილული. ასევე ცალკეულ ზომებს მივიღებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს მოიცავს, მათ შორის იქნება სანქციები ირანის მიმართ და სხვა ზომები“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.