აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბრისას მათ განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყონ ყველა მძევლის უსაფრთხო დაბრუნებას და დახმარების გაზრდას ღაზაში მცხოვრებლებისთვის.

„ბლინკენმა ასევე მადლობა გადაუხადა კატარის პრემიერს გაწეული თანამშრომლობისთვის და ძალისხმევისთვის, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.