აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ashsh departamenti

აშშ ესპანელი ხალხისა და ყველა ევროპელის გვერდით დგას მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ამ უხეში დარღვევის წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისს.

„ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს.

ჩვენ განვიხილავთ ზომებს, რათა დავიცვათ ამერიკელები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამ საფრთხისგან, და მზად ვართ დავეხმაროთ სხვა ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც მსგავს ნაბიჯებს განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.