აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი, ვაშინგტონმა დროთა განმავლობაში ამაზე ფოკუსირება დაკარგა - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გულისხმობს არჩევანს „არაიდეალურ ვარიანტებს შორის“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი და ვაშინგტონმა დროთა განმავლობაში „ამაზე ფოკუსირება დაკარგა“.

მარკო რუბიოს განცხადებით, ხშირად აშშ-ისგან პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

„ზოგჯერ საგარეო პოლიტიკაში კარგ და ცუდ არჩევანს შორის არ კეთდება არჩევანი, ეს ხდება ორ ნაკლებად იდეალურ არჩევანს შორის. ცდილობთ, გაარკვიოთ, ამ ორი არჩევანიდან რომელია საუკეთესო შეერთებული შტატებისთვის და ყველაზე ნაკლებად საზიანო ჩვენი ინტერესებისთვის“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა ირანთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ირანი „კონვენციურ ფარს“ აშენებდა თავისი ბირთვული პროგრამის დასაცავად. რუბიოს შეფასებით, ეს ფარი ქვეყანას „იმუნიტეტს“ მისცემდა და სწორედ ამიტომ „აირჩია დონალდ ტრამპმა მოქმედება“ ოპერაცია „ეპიკური მრისხანებით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ზოგიერთს არ მოეწონა, ზოგიერთს მოეწონა და „ძალიან წარმატებული იყო სამხედრო მიზნების მიღწევაში“.

„აღნიშნული მკვეთრად ამცირებს ირანის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში პირველად განიხილოს ბირთვული პროგრამის ასპექტები.

„ჩვენ წინაშეა პერსპექტივა – შეიძლება, მოხდეს დღეს, შეიძლება, ხვალ, მომავალ კვირას – რომ პირველად დათანხმდნენ ბირთვული პროგრამის ასპექტებზე მოლაპარაკებებს, როცა სულ რაღაც ერთი თვის ან ერთი წლის წინ ამის ხსენებაზეც კი უარს ამბობდნენ“, – აღნიშნა რუბიომ.