როდემდე გაგრძელდება ცივი და ნალექიანი ამინდი - განახლებული პროგნოზი
1768385335
ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ მივესალმებით ვენესუელაში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას, ეს დროებითი ხელისუფლების მიერ სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც გათავისუფლებულ ამერიკელთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.
თუმცა, მედიას ანონიმურობის დაცვით განუცხადეს, რომ სამშაბათს ოთხი, ორშაბათს კი ერთი ამერიკელი გაათავისუფლეს.
პატიმრების გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დააკავა.