1760126513
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ეიბისის“, „სიბიესის“, „სიენენის“, „ენბისისა“ და „ფოქს ნიუსის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რამდენიმე სატელევიზიო არხის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. დეპარტამენტის განმარტებით, მიზეზი ფედერალური კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაა.
კერძოდ, სექტემბერში ხუთმა არხმა რამდენიმე დღით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება, იმის საპასუხოდ, რომ მისმა ადმინისტრაციამ „სიენენის“, MS Now-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა.
დეპარტამენტმა „ეიბისს“, „სიბიესს“, „სიენენს“, „ენბისისა“ და „ფოქს ნიუსს“ თეთრი სახლის ჟურნალისტთა ჯგუფთან დაკავშირებული მიმოწერის გადაცემა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ბოიკოტმა, შესაძლოა, შერმანის აქტი დაარღვიოს.
აღნიშნული კანონი კომპანიებს მონოპოლისტური ბიზნესპრაქტიკის გამოყენებას უკრძალავს. ამ ჯგუფის წევრები, როგორც წესი, თავიანთ მასალას დანარჩენ მედიასაც უზიარებენ.
ცნობისთვის, სექტემბერში დონალდ ტრამპმა „სიეიენს“, MS Now-სა და „პოლიტიკოს“ თეთრ სახლში შესვლა მას შემდეგ შეუზღუდა, რაც გამოცემები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თეთრმა სახლმა მათი დაშვება აღადგინა. სამივე გამოცემამ ადმინისტრაცია უჩივლა და განაცხადა, რომ შეზღუდვა პირველი შესწორებით გარანტირებულ პრესის თავისუფლებას არღვევს.












