აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტაივანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტაივანის და უკრაინის საკითხები განიხილეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სი ძინპინმა გამოთქვა ჩინეთის პრინციპული პოზიცია ტაივანის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტაივანის ჩინეთთან დაბრუნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის განუყოფელი ნაწილია.

„ჩინეთი და აშშ მხარდამხარ იბრძოდნენ ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება, ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების ერთობლივად დაცვა“, – განაცხადა სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან საუბრის.

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ს ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტაივანის საკითხი ჩინეთისთვის.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე განიხილეს უკრაინის კრიზისი.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ თუ სხვადასხვა მხარეები შეამცირებენ უთანხმოებებს, მალე მიაღწევენ სამართლიან, ხანგრძლივ და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმებას და მოაგვარებენ კრიზისის ძირეულ მიზეზებს.