აშშ-ჩინეთს შორის არსებული უთანხმოება მთავარი რისკია, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

აშშ-ჩინეთს შორის არსებული უთანხმოება მთავარი რისკია, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

სინგაპურში ორდღიანი ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორებს შორის ახალი კოალიციების შექმნის აუცილებლობას.

„ვიქნები გულწრფელი – საფრანგეთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და მოკავშირე, და ჩვენ ვთანამშრომლობთ, მაშინაც კი თუ ზოგჯერ არ ვეთანხმებით და ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩინეთთან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზიასა და ევროპას აქვთ საერთო ინტერესი გლობალური წესრიგის დაშლის თავიდან აცილებაში.

„მოვიდა მოქმედების კოალიციების დრო, და ეს მოითხოვს, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც შეუძლიათ ერთად იმოქმედონ, ამისთვის ყველა საშუალება გამოიყენონ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.