1767614606
არის მსხვერპლი - ძლიერი მიწისძვრა მეხიკოში
ძლიერი მიწისძვრა მოხდა მექსიკის დედაქალაქში. სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მეხიკოში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაფიქსირდა 500-ზე მეტი მიწისძვრის შემდგომი რყევა. გავრცელებული ცნობით ნგრევის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, არიან დაშავებულები.
მედიის ცნობით, მიწისძვრა მაშინ მოხდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი წლის პირველ პრესკონფერენციას მართავდა. ის ჟურნალისტებთან ერთად სასწრაფოდ გაიყვანეს შენობიდან.მექსიკა სეისმურად აქტიური ქვეყანაა, ის მდებარეობს რამდენიმე ტექტონიკურ ფენის შესაერთებელ ზონაში და მიწისძვრები აქ ხშირია.









