არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსმა, „თავისუფლება წინ მიიწევს“ გაიმარჯვა

თავისუფლება წინ მიიწევს

არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსმა, „თავისუფლება წინ მიიწევს“ გაიმარჯვა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის „ლიბერტარიანული პარტიაც“ შედის.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კოალიციამ ხმების 41% მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ სენატის 24 ადგილიდან – 13-ის, ხოლო ქვედა პალატის 127 ადგილიდან 64-ის მოპოვება შეძლეს.

გამოცემის ინფორმაციით, არჩევნებში გამარჯვება მილეის საშუალებას მისცემს, საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები განახორციელოს, რაც ბიუჯეტიდან დანახარჯების შემცირებასა და ეკონომიკის დერეგულაციას მოიცავს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ხავიერ მილეის აქტიური მხარდამჭერია. კენჭისყრამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არგენტინისთვის ცოტა ხნის წინ გამოცხადებული 40 მილიარდი დოლარის გამოყოფა მილეის მიერ პოლიტიკური იმპულსის შენარჩუნებაზე იქნებოდა დამოკიდებული.