Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1772308771
ერევანში, რუსეთის საელჩოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური მისიის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები რუსულ მხარეს ყარაბაღში სიტუაციის მოსაგვარებლად საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, დღეს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ.
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ქალაქ ევლახში შეხვედრისთვის. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1772308771
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1772311735