ანტონიუ გუტერეში: ხელოვნური ინტელექტი ვითარდება წარმოუდგენელი სისწრაფით, ინოვაციებს სჭირდება დამცავი მექანიზმები, ხელოვნური ინტელექტი თუ უნდა იყოს ძლევამოსილი, საჭიროა მისი მართვა

ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, ხელოვნური ინტელექტი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე მათი შემქმნელები და მთავრობები ასწრებენ განვითარებას, ასევე მათთვის თვალყურის დევნებას. მისი თქმით, საჭიროა კონტროლის გლობალური ზომების კოორდინირება, – ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალური დიალოგის ორდღიანი სამიტის გახსნისას განაცხადა.

„ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს ეკონომიკა, გარდაქმნას მსოფლიო ბაზრები, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე და შეცვალოს უსაფრთხოების ბალანსი, უფრო სწრაფად ინერგება, ვიდრე ვინმეს შეუძლია, მისი დაჭერა – მათ შორის იმათაც, ვინც მას ქმნის. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის მსოფლიოს. საკითხი იმაში მდგომარეობს, ამ ტრანსფორმაციას ერთობლივად განვახორციელებთ, თუ მას მივცემთ ჩვენი ტრანსფორმაციის შესაძლებლობას“, – განაცხადა გუტერეშმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ინოვაციებს სჭირდება დამცავი მექანიზმები“ და ხაზი გაუსვა: „თუ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ძლევამოსილი, საჭიროა მისი მართვა“.