ხანძარი თბილისში - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა
1790091624
ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნე გახდა, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელა, შიმშილი იარაღად იქცა, ჰუმანიტარულ მისიებს კი ხალხი შეეწირა. საერთაშორისო სამართალი უგულებელყვეს, გეოპოლიტიკური ბზარები გაღრმავდა, უთანასწორობამ იმატა, ნდობა დაიკარგა, ხოლო კლიმატური კრიზისი შორეული გაფრთხილებიდან მწარე რეალობად იქცა. ხელოვნური ინტელექტი კი ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ საგონებელში ჩააგდო ისინიც კი, ვინც ის შექმნა“, - აღნიშნა მან.
„ეს არ არის ცალ-ცალკე აღებული კრიზისები. ეს ერთი დიდი ამბის თავებია - ამბისა ძალაუფლებაზე“, - დასძინა გუტერეშმა.