ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე: სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს

ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

„ყველა უკანონო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ დიდ ტკივილს აყენებს და განსაცდელში აგდებს მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ. ფსონები ძალიან მაღალია“, - დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელ X-ში.