დუბაის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

დუბაის აეროპორტი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. შესაბამისი ინფორმაცია აეროპორტმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გაავრცელა.

ამავდროულად ადმინისტრაცია მოუწოდებს მგზავრებს არ გამოცხადდნენ აეროპორტში მანამ, სანამ მათ ავიაკომპანიის წარმომადგენელი არ დაუკავშირდება და არ ეტყვის, რომ ფრენა შესრულდება.

ცნობისთვის, დღეს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს.