ანტალიაში, SunExpress-ის თვითმფრინავს, რომელიც ასაფრენად ემზადებოდა, შასის ბორბალი მოსძვრა

ანტალია

ანტალიაში, SunExpress-ის თვითმფრინავს, რომელიც ასაფრენად ემზადებოდა შასის დაუზიანდა - თვითფრინავს მარცხენა მხარეს საბურავი მოძვრა. მედიის ცნობით, მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა.

როგორც თურქული მედია წერს, შასის დაზიანების შემდეგ თვითმფრინავი მარცხნივ გადაიხარა და ფრთით ასაფრენ ბილიკს შეეხო, რის შემდეგაც გაჩერდა.

"SunExpress-ის თვითმფრინავის შასის მექანიზმში ტექნიკური გაუმართაობა მოხდა, რომელიც ანტალია-გაზიანთეპის მარშრუტზე აფრენისთვის ემზადებოდა. მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოდ მოხდა და თვითმფრინავი ტექნიკურ შემოწმებაზე გაიგზავნა. ანტალია-გაზიანთეპის რეისს სხვა თვითმფრინავი შეასრულებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დაზიანების მიზეზის დასადგენად ტექნიკური გამოძიება დაწყებულია.