ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავარია

თურქეთში, ანტალიაში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, ოფიციალური მონაცემებით ავტობუსი გზის ჯებირს შეეჯახა და ხევში გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ზოგი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ის რეგიონში, სადაც ავარია მოხდა, ბოლო პერიოდში ძლიერი ნალექი მოვიდა, რაც შესაძლოა ავარიის ერთ-ერთი მიზეზი გამხდაროყო.