ანდრეი სიბიგა: ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის

ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ში „კარპატის რვიანთან“ დაკავშირებით უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის პოზიცია უსაფუძვლოდ კონფრონტაციულია.

„ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის,“ - დაწერა სიბიჰამ.

ამავდროულად, უკრაინული მხარის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობას.

„მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობასა და გახსნილობას, განავითაროს უნგრეთთან ორმხრივად სასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა სიბიგამ.

მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.