ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დაიცვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტელეკომპანიების CNN-ის, MS NOW-სა და გამოცემა Politico-სთვის თეთრ სახლში აკრედიტაციისა და წვდომის გაუქმების შესახებ. ვენსმა ამ ნაბიჯს „სრულიად ადეკვატური“ უწოდა და უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის სამიზნე პრესის თავისუფლება იყო.
„თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა? ეს არ არის აკრძალვა, ეს არის სპეციალური წვდომის შეზღუდვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოვლენების არაკეთილსინდისიერად გაშუქებით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა Politico-ს, CNN-სა და MS NOW-ს თეთრ სახლში მუშაობა რამდენიმე დღის წინ აუკრძალა. მედიასაშუალებებმა ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.