ამჟამად, ირანის მხრიდან, ისრაელისთვის დამატებითი საფრთხე არ არის გამოვლენილი - დანიელ ჰაგარი

დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ამჟამად ირანის მხრიდან ისრაელისთვის დამატებითი საფრთხე არ არის გამოვლენილი.

„ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“, - აღნიშნა „ცაჰალის“ სპიკერმა.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ირანის კანონიერი, რაციონალური და ლეგიტიმური პასუხი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე სათანადოდ განხორციელდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.