UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს.
„ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
რუტემ აღნიშნა, რომ ამერიკელ ლიდერთან განიხილა ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტი, ასევე ევროპისა და კანადის მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხები.
სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები იცავენ ერთიან პოზიციას ირანისთვის ბირთვული იარაღის მიღების თავიდან აცილების საკითხში და კვლავ მიუთითა იმ „საფრთხეზე, რომელიც წარმოიქმნება თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში“.