Amnesty International France საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს რეზინის ტყვიების გამოყენება, ვინაიდან აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არასრულწლოვანია - ძალოვნებმა რეპრესიული მიდგომის ნაცვლად, აქცენტი დეესკალაციასა და დიალოგზე უნდა გააკეთონ

ჰჰჰჰ

 Amnesty International France-ი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობის მიმართ პოლიციის მოქმედებებით შეშფოთებას გამოთქვამს და ძალის გადამეტების შემთხვევებს გმობს.

ორგანიზაციის განცხადებით, მრავალი მოწმის ჩვენება პოლიციის მხრიდან ძალის „არაპროპორციულ“ გამოყენებაზე მიუთითებს.

Amnesty International-ი დაფიქსირებულ ინციდენტებზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ამასთან, უფლებადამცველები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მომიტინგე მოსწავლეთა მიმართ რეზინის ტყვიების გამოყენება, ვინაიდან აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არასრულწლოვანია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ძალოვნებმა „რეპრესიული მიდგომის ნაცვლად, აქცენტი დეესკალაციასა და დიალოგზე უნდა გააკეთონ“.

✕