ამერიკული კომპანია AECOM-ის წარმომადგენლები „ტრამპის მარშრუტის“ კვლევისთვის სომხეთში ჩავიდნენ

ამერიკული კომპანია AECOM

ამერიკული კომპანია AECOM-ის წარმომადგენლები „ტრამპის მარშრუტის“ კვლევისთვის სომხეთში ჩავიდნენ.

სომხური მედიის თანახმად, სომხეთის ვიცე-პრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა ამერიკული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის გუნდი მიიღო, რომელიც სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობის“ (PGI) ინიციატივის სახელით ჩავიდა, რათა „ტრამპის მარშრუტისთვის“ ტერიტორიის კვლევის სამუშაოები დაიწყონ.

სომხეთის მთავრობის პრესრელიზში ნათქვამია, რომ კომპანიამ ვიცე-პრემიერს წარუდგინა შემუშავებადი ტექნიკური შეფასების კვლევის ძირითადი მიმართულებები, ასევე სამუშაოების მოსალოდნელი შედეგები.

სომხეთის ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ინიციატივის მნიშვნელობაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით, ხაზი გაუსვა მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობას და წარმოადგინა რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის პოტენციალი. მჰერ გრიგორიანმა ასევე ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლისა და რესურსების ტრანზიტის მნიშვნელოვან პოტენციალზე.