1775892898
ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს
ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკულ დელეგაციაში ვენსის გარდა შედიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.
ვენსის, უიტკოფისა და კუშნერის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ისლამაბადში დაეშვა.
პაკისტანში უკვე იმყოფება ირანული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერი ღალიბაფი არიან.












